16 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლისკომიტეტის სხდომა ჩატარდა. კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლებთან ბატონ ოთარ გამყრელიძესთან, ქალბატონ თამარ ებრალიძესთან და ბატონ თემურ ცქიტიშვილთან.
შეხვედრა მიეძღვნა მოქმედი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის ფარგლებში სანქციების გამოყენების პრაქტიკული საკითხების განხილვას. სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებსა და მოწვეული მეცნიერ–თანამშრომლებს შორის გამართული დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა რიგი საკითხები და პრობლემები, რომელთა გადაჭრის და უფრო სიღრმისეულად შესწავლის მიზნით გადაწყდა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელება და ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩატარება.